ჩვენი კომპანია „SDS", რომელიც დაარსდა 2012 წელს და შექმნიდან დღემდე ეწევა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს ხარისხის კონტროლის სრული დაცვით, რასაც განაპირობებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, კვალიფიციური ინჟინრებისა და არქიტექტორებისგან შემდგარი ერთიანი ჯგუფი. კომპანიის საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართოა. დაარსებიდან დღემდე კომპანიას 30 პროექტზე მეტი აქვს შესრულებული საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, კომპანიის განვითარების სტრატეგია მოიცავს, საოფისე ფართების, საცხოვრებელი შენობების, სასტუმრო კომპლექსების, სამშენებლო სამუშოებს. კომპანია მუდმივად ცდილობს მიყვეს ტექნოლოგიურ განვითარებას და ინოვაციებს და სამშენებლო პროცესში გამოიყენოს თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები, რაც იძლევა საშუალებას დამკვეთებისათვის შეთავაზებული იქნას მაქსიმალურად ოპტიმიზირებული ხარჯები და ტექნიკური გადაწყვეტილებები. კომპანიას 2015 წლიდან მინიჭებული აქვს ISO 9001:2008 სერთიფიკატი, 2017 წლის ოქტომბრის თვიდან - OHSAS 18001:2007.