ადამიანები უფრო და უფრო მეტად მიისწრაფვიან წყნარი და გამწვანებული დასახლებული პუნქტების მიმართ, სადაც შეეძლებათ მშვიდ, კომფორტულ და სუფთა გარემოში ცხოვრება. ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ეს დასახლება დიდ ქალაქთან ახლოს იყოს, რაც გაამარტივებს ქალაქის ყოველდღიურ რეჟიმში ყოფნას.
არქიტექტურისა, შიდა დიზაინის, ექსტერიერის და ლანდშაფტური დიზაინის შემუშავება. მშენებლობა სრული რემონტით, ფინანსური გარანტია და ხარისხი. საინვესტიციო მონაწილეობა როგორც წილობრივად ასევე ტოკენებით, ურთიერთობების სმარტ კონტრაქტებით მართვა
SDS წარმოადგენს კომპანიას, რომლის მართვის სტრატეგია, მიზნები და მენეჯმენტი ეფუძნება ბიზნესის განვითარების თანამედროვე მიდგომებს, კომპანიაში დასაქმებულნი არიან ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლიენტებსა და პარტნიორებთან სრულყოფილ სამუშაო გარემოს შექმნას სხვადასხვა მიმართულებით.
საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე კომპანიის მთავარი ამოცანაა ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება პროექტის მიმდინარეობის, გრაფიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რაც კომფორტულ გარემოს ქმნის ორივე მხარისთვის.